რეკლამები (Ads) მიზნობრივი წვდომა და სწრაფი შედეგი

ორგანული vs ფასიანი რეკლამა

ორგანული კონტენტი (უფასო პოსტები) კარგია  ბრენდის შექმნისთვის, თუმცა შეზღუდული წვდომა აქვს. რეკლამა საშუალებას გაძლევთ მიაწოდოთ ინფომრაცია იმ ადამიანებს, ვისაც თქვენი პროდუქტი სჭირდება.

რეკლამის სახეები

Meta Ads (Facebook & Instagram)

  • ფოტო რეკლამა — მარტივი, ეფექტური, ერთი სურათი + ტექსტი
  • ვიდეო რეკლამა — Reels, in-stream ვიდეო, ისტორიები
  • Carousel — რამდენიმე სურათი/პროდუქტი ერთ რეკლამაში
  • Lead Ads — მომხმარებლის მონაცემების შეგროვება პირდაპირ Facebook-ზე

Google Ads

  • Search Ads — რეკლამა Google-ის ძიების შედეგებში
  • Display Ads — ბანერული რეკლამა პარტნიორ საიტებზე
  • YouTube Ads — ვიდეო რეკლამა YouTube-ზე
  • Shopping Ads — პროდუქტების ჩვენება ფასებითა და ფოტოთი

LinkedIn Ads

  • იდეალურია B2B ბიზნესისთვის
  • ზუსტი სამიზნე – პროფესია, თანამდებობა, კომპანია, ინდუსტრია

მიზნობრივი აუდიტორიის შერჩევა

რეკლამის წარმატება 80%-ით დამოკიდებულია იმაზე, თუ ვის აჩვენებთ მას. ჩვენ ვიყენებთ:

  • დემოგრაფიულ მონაცემებს — ასაკი, სქესი, მდებარეობა
  • ინტერესებსა და ქცევებს — რას დააწკაპუნეს, რა მოსწონთ
  • რეტარგეტინგს — მომხმარებლები, რომლებიც უკვე გეწვივნენ
  • Lookalike აუდიტორიას — თქვენი საუკეთესო კლიენტების მსგავსი ადამიანები

ბიუჯეტი და ROI

რეკლამაში ფულის დახარჯვა არ არის საკმარისი — მნიშვნელოვანია სწორად დახარჯვა.

  • A/B ტესტირება — სხვადასხვა ვარიანტის გამოცდა
  • Pixel / კონვერსიების ტრეკინგი — ვხედავთ, ვინ გადაიხადა რეალურად
  • CPA (Cost Per Acquisition) — რა ღირს ერთი მომხმარებლის მოყვანა
  • ROAS (Return on Ad Spend) — რამდენი შემოსავალი მოიტანა თითოეულმა დახარჯულმა ლარმა